Saturday, November 12, 2011

შეცდომა ადამიანურია, პატიება ღვთიური .. ! facebook_ ის ერთერთ გვერდზე წავიკითხე.. რაღაცნაირად მომეწონა.. და მესიამოვნა.. როგორც ჩანს მარტო მე არ ვფიქრობ რომ პატიება არც ისე ცუდია... ძნელი არის.. ნამდვილად ძალიან ძნელია.. არ შეგეკამათებით.. თუმცა აუცილებელი.. ცხოვრებაში არაფერია ადვილი.. ეს ხომ არ ნიშნავს რომ ყველანი უბრალოდ უნდა დავნებდეთ.. მტკვარი დიდია.. ბენზინი კი გაძვირდა მაგრამ იშოვება.. თუ ასე გვიჭირს სიცოცხლე.. მაშინ რა გვაკავებს?..
  ზოგჯერ საკუთარი თავის მიკვირს.. და ვბრაზდები ხოლმე... მე ხომ არასდროს გამჭირვებია პატიება... და ეს ერთისმხრივ ჩემი საამოაყო თვისება ხშირად გამხდარა ჩემივე უბედურების მიზეზი... ერთი რამ ყოველთვის მაოცებდა.. რატომ გვიჭირს ადამიანებს "ოქროს შუალედის" მოძებნა.. ამაზე ლაპარაკი ნამდვილად შორს წაგვიყვანს.. მეკი მაგიდაზე უამრავი წიგნი და რვეული მელოდება.. ზოგი გადაშლილი.. ზოგიც უბრალოდ ჩემი ნერვების მოსაშლელად გამოსაჩენ ადგილას დადებული... მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ პატიება აუცილებელია.. ადამიანის გული არც ისე დიდია.. სულ რაღაც მუშტის ხელა.. როგორ შეიძლება ყველა წყენა ბოღმად აგროვო ამ ერთიბეწო ორგანოში და იქ სხვა რამის ადგილიც დარჩეს... აპატიეთ... მე ხომ არ გთხოვთ დაივიწყეთთქო.. აპატიეთ და მიეცით საკუთარ თავს სიყვარულის უფლება..

1 comment:

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete